„მათ ადგილას, მეც შემეშინდებოდა“ - თოფურია მახაჩევსა და ოლივერაზე
ილია თოფურიას მომდევნო მეტოქე ჯერ ისევ გაურკვეველია. თებერვლის ბოლოს, UFC-ს ქართველმა მებრძოლმა ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტული ვაკანტური გახადა და მსუბუქ წონაში გადავიდა.
მას შემდეგ, ბევრი დაიწერა თოფურიასა და ისლამ მახაჩევის პოტენციურ ჩხუბზე, რომელიც დივიზიონის მოქმედი ჩემპიონია, თუმცა ოფიციალურად ჯერ არაფერი გადაწყვეტილა. ერთ-ერთი კანდიდატია ასევე ჩარლზ ოლივეირა.
ჟურნალისტებთან საუბარში ილიამ თქვა, რომ მასთან ჩხუბს თავს ორივე მებრძოლი არიდებს.
„ახლა მე მხოლოდ მახაჩევისთვის და ოლივეირასთვის ვემზადები. სხვა მოწინაამდეგეები დივიზიონში უბრალოდ არ არიან. დიახ, არც ისლამი და არც ჩარლზი ჩემთან ჩხუბის სურვილს არ ავლენენ, თუმცა ეს ნორმალურია - ეს მხოლოდ შიშის ნიშანია. მათ ადგილას, მეც შემეშინდებოდა“, - თქვა თოფურიამ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, UFC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დენა უაითმა განაცხადა, რომ თოფურიას მომავალთან დაკავშირებით, ახალი ინფორმაცია რამდენიმე კვირაში გავრცელდება.
გეტყვით ასევე, რომ რამდენიმე დღის წინ, ილიამ მეტსახელი შეიცვალა და „ელ მატადორის“ ნაცვლად, მან „ლეგენდა“ დაირქვა.