დანი ალვეში
Aa
Aa

ბარსელონას სასამართლომ დანი ალვეში უდანაშაულოდ ცნო

„ბარსელონას“ ლეგენდარული მარჯვენა მცველი დანი ალვეში სექსუალური ძალადობის საქმეში უდანაშაულოდ ცნეს.

ცოტა ხნის წინ, ბარსელონას სასამართლომ ბრაზილიელი გაუპატიურების ბრალდების საქმეზე გაამართლა. ინფორმაციას El Pais-ი ავრცელებს.

2023 წლის 20 იანვარს ალვეში სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. მას ღამის კლუბში გოგონას გაუპატიურებაში ადანაშაულებდნენ.

2024 წლის მარტში ალვეში დამნაშავედ ცნეს და 4,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ასევე დამატებით 5 წლით პირობითი პატიმრობა. ფეხბურთელის მხარემ გადაწყვეტილება გაასაჩივრა. მარტის ბოლოს ის 1 მილიონი ევროს ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

კატალონიის უზენაესმა სასამართლომ საქმე განიხილა და მტკიცებულებების ნაკლებობის გამო პირველი ინსტანციის განაჩენი გააუქმა. განაჩენში ნათქვამია, რომ არსებული ფაქტები არ არის საკმარისი უდანაშაულობის პრეზუმფციის უგულებელყოფისთვის.

სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურორის საჩივარი, რომელმაც სასჯელის 9 წლამდე გაზრდა მოითხოვა და ასევე უარყოფილ იქნა დაზარალებულის საჩივარიც, რომელმაც სასჯელის 12 წლამდე გაზრდა მოითხოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა ამაში ძალიან მაგარია“ - რა თვისებას მოიპარავდა ლაუტარო ხვიჩასგან?
„კვარა ამაში ძალიან მაგარია“ - რა თვისებას მოიპარავდა ლაუტარო ხვიჩასგან?