ხვიჩა კვარაცხელია, ლაუტარო მარტინესი
Aa
Aa

„კვარა ამაში ძალიან მაგარია“ - რა თვისებას მოიპარავდა ლაუტარო ხვიჩასგან?

ცნობილ ტელეკომპანია DAZN-თან ინტერვიუში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა, ლაუტარო მარტინესმა საუკეთესო შემტევი ფეხბურთელების უნარები გამოყო, რომლებსაც მათგან სიამოვნებით აიღებდა.

რომელ უნარებს „მოიპარავდა“ ლაუტარო ვარსკვლავებისგან? არგენტინელის პასუხში ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.

„მბაპესგან სისწრაფეს ავიღებდი, ჰოლანდისგან ძალას, კეინისგან თავით თამაშს, კავანისგან ერთი-ერთზე თამაშის უნარს, ვინისიუსისგან დრიბლინგს, მესისგან ყველაფერს! კვარაცხელიასგან სისწრაფეში ერთი-ერთზე თამაშის უნარს, ის ამაში ძალიან მაგარია. ხულიენ ალვარესისგან მენტალიტეტს ავიღებდიმ მარკუს ტიურამისგან ღიმილს, ლუის სუარესისგან კი მის ძალასა და გოლების გატანის უნარს“.

View this post on Instagram

A post shared by DAZN Italia (@dazn_it)

თავად 27 წლის ლაუტაროს ამ სეზონში „ინტერის“ რიგებში ყველა ტურნირზე 39 მატჩი აქვს ჩატარებული, 18 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

კვარამ კი სეზონი „ნაპოლიში“ დაიწყო, რომელსაც პსჟ-სი აგრძელებს. ჯამში 33 შეხვედრის ჩატარება მოახერხა, 7 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩაკვეტაძე ჩემპიონშიფში მეოთხეა | წარმატებული პასები შეტევაში
ჩაკვეტაძე ჩემპიონშიფში მეოთხეა | წარმატებული პასები შეტევაში