მოჰამედ სალაჰი
Aa
Aa

ლივერპული მზადაა, სალაჰს კონტრაქტი გაუხანგრძლივოს | Masrawy

ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის „რეალში“ გადასვლასთან გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, „ლივერპულმა“ მოჰამედ სალაჰთან, ახალი კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყო. ამის შესახებ ეგვიპტური გამოცემა Masrawy წერს.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, „წითლების“ ხელმძღვანელობამ 32 წლის ეგვიპტელ თავდამსხმელს მომგებიანი კონტრაქტი შესთავაზა და მოლაპარაკებები პოზიტიურად მიმდინარეობს. მის მოქმედ ხელშეკრულებას ვადა მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს ეწურება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში სალაჰმა ყველა ტურნირზე 43 მატჩი ჩაატარა, 32 გოლი გაიტანა და 22 ასისტი მიითვალა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 55 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უეფა-მ გამოძიება დაიწყო | რეალის ფეხბურთელებს დისკვალიფიკაცია ემუქრებათ
უეფა-მ გამოძიება დაიწყო | რეალის ფეხბურთელებს დისკვალიფიკაცია ემუქრებათ