ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე, ლუის ენრიკე
Aa
Aa

Le Parisien: ლუის ენრიკემ სასწაულებრივი გამოსავალი იპოვა?

პსჟ-ში კრისტოფ გალტიეს შეცვლის შემდეგ, ლუის ენრიკესაც საკმაო რაოდენობის კრიტიკოსები ჰყავდა. ესპანელი სპეციალისტი თავის პირველ პარიზულ სეზონში ძირეულ ცვლილებებს ვერ ახდენდა. მიმდინარე სეზონის სტარტიც საკმაოდ სუსტი გამოუვიდა, თუმცა 2025 წლიდან „ლუჩომ“ ყველაფერი დაალაგა და როგორც Le Parisien-ი წერს, სასწაულებრივ გამოსავალსაც მიაგნო.

„იანვრიდან მოყოლებული ლუის ენრიკემ როგორ ჩანს, ისინი გააჩუმა, ვინც მას ამცირებდა. მისი პსჟ ბოლო თვეებში ისე ბრწყინავდა, როგორც უსმან დემბელე და ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც გასახდელში გუნდთან შესანიშნავად არის ინტეგრირებული. ეს ყველაფერი არის გუნდში არსებული სწორი მენეჯმენტის დამსახურება. ენრიკე ამას დიდ ყურადღებას აქცევს.

ენრიკემ გუნდს ძალების აღსადგენად დასვენებისთვის დამატებითი დრო გამოუყო და სპეციალური სავარჯიშო სესია დაგეგმა. მას სურს, რომ ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალებისთვის სრულ მზადყოფნაში იყვნენ.

„ეს არის სამწვრთნელო შტაბი, რომელსაც აქვს გრძელვადიანი ხედვა. მე ვიცნობ რამდენიმე მწვრთნელს, რომლებიც ბაზაზე ცხადდებიან და გეგმას დღიდან დღემდე იფიქრებენ, გზა და გზა. ლუის ენრიკეს კი თავის მხრივ უკვე აქვს მომდევნო 10 დღის გეგმა, თუ რას აპირებს მენეჯმენტის კუთხით. ის საჭირო დროს მიმართავს როტაციებს, თავის თავს ამის საშუალებას აძლევს, რადგან ბალანსის პოვნაა საჭირო“.

- ამბობს პსჟ-ს ფიტნეს მწვრთნელი.

შესაძლოა, ლუის ენრიკემ სასწაულებრივი გამოსავალი იპოვა იმისთვის, რომ მისი ფეხბურთელები საბოლოოდ საუკეთესო კონდიციებში შესულიყვნენ“. - წერს Le Parisien-ი.

შეგახსენებთ, რომ პსჟ თავის მომდევნო შეხვედრას შაბათს (22:00) სტუმრად ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩაკვეტაძე ჩემპიონშიფში მეოთხეა | წარმატებული პასები შეტევაში
ჩაკვეტაძე ჩემპიონშიფში მეოთხეა | წარმატებული პასები შეტევაში