გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

ჩაკვეტაძე ჩემპიონშიფში მეოთხეა | წარმატებული პასები შეტევაში

The Championship Chat Podcast-მა X-ში საინტერესო სტატისტიკური ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელშიც „უოტფორდის’’ ქართველი შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე ფიგურირებს. მოედნის მესამედში შესრულებული წარმატებული პასების რაოდენობით ჩაკვეტაძე ჩემპიონშიფში მე-4 ადგილზეა, მის აქტივში 509 წარმატებული გადაცემაა. მას მხოლოდ მატ გრიმსი (ქოვენთრი, 519 პასი), ჯეისონ ნაითი (ბრისტოლ სიტი, 558 პასი) და ჰეიდენ ჰაკნი (მიდლსბრო, 641) უსწრებენ.

25 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში 38-დან 37-ში ითამაშა, მხოლოდ ერთი შეხვედრა გამოტოვა, მცირე ტრავმის გამო 27-ე ტურში „დერბისთან’’ არ უთამაშია. 37-დან 36 შეხვედრა სასტარტოდან დაიწყო, 2 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, სათასო შეხვედრებში ორჯერ ითამაშა და „მან. სიტისთან'' მის აქტივში საგოლე პასია.

ქართველმა ფეხბურთელმა „უოტფორდთან“ კონტრაქტი გასული წლის შემოდგომაზე გაახანგრძლივა. Transfermarkt-ის შეფასებით, მისი სატრანსფერო ღირებულება 4 მილიონი ევროა. დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს დატოვებს და კარიერას უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოსი-კვარას დუეტი არ აღდგება - ენრიკეს ოსიმენი არ მოსწონს
ოსი-კვარას დუეტი არ აღდგება - ენრიკეს ოსიმენი არ მოსწონს