მამადუ სახო
Aa
Aa

სახო: როცა საქართველოდან პირველად დამირეკეს, ტელეფონი გავუთიშე

„ჩელსის’’ ყოფილმა ფეხბურთელმა ჯონ ობი მიკელმა თავის პოდკასტში ქუთაისის „ტორპედოს’’ ფეხბურთელი მამადუ სახო მიიწვია, ვეტერანმა ფრანგმა მცველმა ბევრ თემაზე ისაუბრა, მათ შორის ქართულ ფეხბურთსა და საქართველოში ცხოვრების დადებით მხარეებზე.

„საქართველოში ძალიან კარგი პროექტებია ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, დიდ ინვესტიციას დებენ ფეხბურთში. ჩვენ ვნახეთ ამის შედეგი, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იყო, ქართველმა ფეხბურთელებმა ძალიან კარგად ითამაშეს.

როცა საქართველოდან პირველად დამირეკეს, ვუთხარი რომ იქ თამაშით დაინტერესებული არ ვიყავი და გავუთიშე. ჩემმა მეუღლემ მკითხა, თუ ვინ დამირეკა. ვუთხარი რომ საქართველოდან იყვნენ და იქ თამაშის შესაძლებლობა მქონდა. შემდეგ მეუღლემ ტელეფონში ამ ქვეყნის ძიება დაიწყო და თქვა, რომ მათ ზღვა აქვთო.

ერთი დღის შემდეგ საქართველოდან ისევ დამირეკეს.  მათ ვუთხარი, რომ ჩემი მეუღლე ერთ კვირას საქართველოში გაატარებდა, ბავშვებისთვის სკოლას ნახავდა. ერთი კვირის შემდეგ მეუღლე უკან დაბრუნდა და მითხრა, რომ იქ საოცარი სკოლები იყო, ევროპული და ამერიკული. ასევე, იქ იყო ზღვა და სათხილამურო ტრასები. მას საქართველო ძალიან მოეწონა.

ჩემს ასაკში ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანია. არ მოგინდება წასვლა იქ, სადაც შენი ოჯახი თავს კარგად არ გრძნობს’’.

გასული წლის ზაფხულიდან მოყოლებული მამადუ სახო ქუთაისის „ტორპედოში'' თამაშობს. ამ სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ორი მატჩი ჩაატარა, „ტორპედომ'' ორივე მატჩი დათმო. დირკ შუსტერის გუნდს წარუმატებელი პერიოდი აქვს, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 4-დან მხოლოდ 1 მატჩი მოიგო, პირველ ტურში „გაგრასთან'' (1:2), შემდეგ კი სამივე თამაში წააგო: „იბერიასთან'' (2:0), „თელავთან'' (1:2) და გორის „დილასთან'' (1:2). ფინანსურად ყველაზე ძლიერი ქართული კლუბი მოლოდინს ვერ ამართლებს და კრიზისშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფეხზე დისკომფორტი აქვს, მას უნდა გავუფრთხილდეთ“ - კალერო ქოჩორაშვილზე
„ფეხზე დისკომფორტი აქვს, მას უნდა გავუფრთხილდეთ“ - კალერო ქოჩორაშვილზე