ლოგან პოლი
Aa
Aa

„დენამ დამაიგნორა“, - ლოგან პოლს UFC300-ზე გამოსვლა სურდა

ცნობილმა ამერიკელმა იუთუბერმა და ბლოგერმა. რომელიც ასევე World Wrestling Entertainment-ის ვარსკვლავია და 2021 წელს, ლეგენდარული ფლოიდ მეივეზერის წინააღმდეგ იჩხუბა, განაცხადა, რომ UFC300-ზე გამოსვლა სურდა, რომელიც 2024 წლის 13 თებერვალს გაიმართა.

ლოგანი მიიჩნევს, რომ მას ოქტაგონზე გასვლის კარგი პოტენციალი აქვს, თუმცა მისი შეთავაზება UFC-ს პრეზიდენტმა, დენა უაითმა უყურადღებოდ დატოვა.

„MMA-ში რომ გადავსულიყავი, საშუალო წონაში გამოვიდოდი. ეს საკმაოდ კონკურენტული დივიზიონია. თავის დროზე იქ ალექს პერეირა გამოდიოდა, ახლა კი - დრიკუს დუ პლესი. საინტერესო იქნებოდა, რომელიმე მათგანთან ჩხუბი. სხვათა შორის, მე დენას შევთავაზე, რომ UFC300-ზე ჩემთვის ჩხუბი დაეორგანიზებინა. მივწერე კიდეც, მაგრამ მან დამაიგნორა. ჩემი აზრით, ეს ბევრს მეტყველებს მის ჩემდამი დამოკიდებულებაზე. მას შემდეგ, მისთვის მსგავსი რამ არ შემითავაზებია“, - თქვა პოლმა.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ოქტომბერში, ლოგანმა კრივის წესებით ჩხუბი Bellator-ის ყოფილ მებრძოლთან, ამერიკელ დილონ დენისთან გამართა და გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მგონია, რომ წონის შესახებ იტყუება“ - რას ამბობს ჩენდლერი თოფურიაზე
„მგონია, რომ წონის შესახებ იტყუება“ - რას ამბობს ჩენდლერი თოფურიაზე