გოგა ბითაძე
Aa
Aa

3 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი | ბითაძის ორლანდო დალასთან დამარცხდა

NBA-ში ჯამალ მოსლის გაწვრთნილი „ორლანდო მეჯიქი’’ შინ „დალასთან’’ 92-101 დამარცხდა.

ვენდელ კარტერი, ვინც გოგა ბითაძის მთავარი კონკურენტია, მწყობრშია და სასტარტო ხუთეულში ვიხილეთ. ჯამალ მოსლიმ ბითაძე 18:18 წუთი ათამაშა. ქართველი ცენტრის აქტივში 3 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასია.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გოგას თანაგუნდელი პაოლო ბანკერო გახდა, 22 წლის ამერიკელის აქტივში 35 ქულაა. ჩაგდებული ბურთებით მეორე ადგილზე „დალასის’’ მოთამაშე ჯეიდენ ჰარდია 22 ქულით.

„ორლანდო მეჯიქი’’ ზედიზედ სამი გამარჯვების შემდეგ დამარცხდა, 74-დან 35 მატჩი მოიგო, 39 დათმო, აღმოსავლეთ კონფერენციაში 15 გუნდს შორის მე-8 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას, 30 მარტს, საკუთარ კედლებში „საკრამენტოსთან’’ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები