რივალდო: რაფინია მოედანზე გავიდა და არაფერი გააკეთა - ეს არ უნდა ეთქვა
რივალდომ რაფინიას წინასამატჩო ხმაურიან განცხადებაზე ისაუბრა და თავის თანამემამულეს რჩევა მისცა.
რაფინიამ არგენტინა ბრაზილიის შეხვედრამდე განაცხადა, რომ მეტოქეს აუცილებლად დაამარცხებდნენ, თან ეს საკმაოდ ხისტი სიტყვებით თქვა - „არგენტინას დავამარცხებთ მოედანზეც და მის მიღმაც!“
„ის შესანიშნავ სეზონს ატარებს და შეიძლება მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელადაც ჩაითვალოს. მომწონს რაფინიას თამაში. ეს მატჩი მისი შანსი იყო. მე ყველანაირად შევეცდებოდი, სისხლის ბოლო წვეთამდე, რომ ეს შეხვედრა მომეგო და არგენტინისთვის ისტორიული გამარჯვება არ მიმეცა.
როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებ, უნდა შეასრულო და მეტოქე დაამარცხო. მას უნდა ეთქვა, რომ ეს რთული მატჩი იქნებოდა. მაგრამ არ იყო საჭირო იმის თქმა, რომ აუცილებლად გამარჯვებდნენ.
რაფინიამ ეს განცხადება გააკეთა, შემდეგ კი მოედანზე გავიდა და არაფერი გააკეთა",
- თქვა რივალდომ TNT Sports-თან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიას არგენტინა მისსავე მოედანზე 2009 წლის შემდეგ არ ჰყავს დამარცხებული. ამჯერად კი სამბურთიანი სხვაობით ბოლო 10 წელიწადში პირველად წააგეს.