ანტონიო რუდიგერი, კილიან მბაპე, ვინისიუს ჟუნიორი
Aa
Aa

უეფა-მ გამოძიება დაიწყო | რეალის ფეხბურთელებს დისკვალიფიკაცია ემუქრებათ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, მადრიდის „რეალის“ მეტოქე „არსენალი“ გახლავთ. პირველი შეხვედრა ლონდონში გაიმართება და შესაძლოა, „სამეფო კლუბს“ სერიოზული დანაკლისით მოუწიოს „ნისლიან ალბიონზე“ ჩასვლა.

უეფა-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ კილიან მბაპეს, ანტონიო რუდიგერის, ვინისიუს ჟუნიორისა და დანი სებალიოსის ქმედებებზე გამოძიება დაიწყო. საუბარი ეხება მერვედფინალში, „ატლეტიკოსთან“ გამართულ შეხვედრასა და მისი დასრულების შემდეგ, გამოყენებულ ჟესტებს.

როგორც ირკვევა, ერთ-ერთი სასჯელი, რომელიც შესაძლოა, ფეხბურთელებს დაეკისროთ, დისკვალიფიკაციაა. არის ალბათობა, უეფა-ს სადისციპლინო კომიტეტი ფინანსური სასჯელით შემოიფარგლოს. ჟესტებს რაც შეეხებათ, საუბარი ეხება „ყელის გამოჭრისა“ (ანტონიო რუდიგერის ჟესტი) და სასქესო ორგანოზე ხელის მოკიდების ქმედებებს.

შეგახსენებთ, რომ „რეალისა“ და „არსენალის“ პირველი დაპირისპირება 8 აპრილს გაიმართება და თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება. განმეორებით შეხვედრას „სანტიაგო ბერნაბეუ“ 16 აპრილს უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბევრ სისულელეს ამბობს“ | რა თქვა ოლივეირამ თოფურიას განცხადებებზე
„ბევრ სისულელეს ამბობს“ | რა თქვა ოლივეირამ თოფურიას განცხადებებზე