საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

რთული პირველი სამი ტური | საქართველოს ნაკრების განრიგი ევრობასკეტზე

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტ 2025-ის ჯგუფურ ეტაპს კვიპროსში ჩაატარებს. ჩვენი გუნდის მეტოქეები კვიპროსი, იტალია, საბერძნეთი და ბოსნია და ჰერცეგოვინა არიან და უკვე ცნობილია, სატურნირო კალენდარი.

ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდი პირველ შეხვედრას ერთ-ერთი ფავორიტის, ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 28 აგვისტოს არის ჩანიშნული. ესპანეთის შემდეგ, ჩვენი გუნდი იტალიას დაუპირისპირდება - 30 აგვისტო.

ესპანეთისა და იტალიის შემდეგ, ჩვენს გუნდს კიდევ ერთი რთული შეხვედრა ელის, ამჯერად, საბერძნეთის ნაკრებთან - 31 აგვისტო. 2 სექტემბერს, საქართველო ტურნირის მასპინძელს, კვიპროსს დაუპირისპირდება, 4-ში კი საუკეთესოს ვინაობას ბოსნია და ჰერცეგოვინასთან გაარკვევს.

ცნობისთვის, ევრობასკეტის პლეიოფის პირველი რაუნდი 6-7 სექტემბერს არის ჩანიშნული. მეოთხედფინალებს 9-10 სექტემბერს ვიხილავთ. ორივე ნახევარფინალი 12 სექტემბერს გაიმართება, ფინალი და მესამე ადგილისთვის მატჩი - 14 სექტემბერს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შესანიშნავ ფორმაშია, ნაკრებიდან მოტივირებული დაბრუნდა“ - ფონსეკა მიქაუტაძეზე
„შესანიშნავ ფორმაშია, ნაკრებიდან მოტივირებული დაბრუნდა“ - ფონსეკა მიქაუტაძეზე