ანდრეი შევჩენკო, სტივენ ჯერარდი, ალესანდრო ნესტა, პაოლო მალდინი
Aa
Aa

„ცივსისხლიანები ვიყავით, შემდეგ რაც მოხდა აუხსნელია“ - ნესტა 2005-ის ფინალზე

ალესანდრო ნესტამ 2005 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ლივერპულთან“ მარცხი გაიხსენა და დეტალებზე ისაუბრა.

„ჩვენ იაპ სტამთან ერთად ვთამაშობდით - ღმერთო ჩემო, რა ცხოველი იყო! მისთვის გვერდის ავლა ურთულესი გახლდათ.

მატჩი დავიწყეთ და საკუთარ თავს ვუთხარით, რომ მათ გატეხას ვაპირებდით. დამუხტულები და ცივსისხლიანები ვიყავით.

გასახდელში შესვენების შემდეგ არ გვიზეიმია. ეს ვერსია ლივერპულიდან რომელიღაც სულელმა მოიგონა. პირიქით, ჩვენ ძალიან დაძაბულები ვიყავით და სერიოზულად ვსაუბრობდით. ვიცოდით, რომ საქმის ბოლომდე მიყვანამდე ჯერ კიდევ შორს იყო.

იცით ვინ დაეხმარა ლივერპულს, რომ არ დაშლილიყო? სტივენ ჯერარდი. ის ყველგან იყო, ნამდვილი მხეცი. მეორე ტაიმში გოლი გავუშვით. შემდეგ მალევე როგორღაც მეორეც გავუშვით. მეტოქე საჯარიმოში ხელით დავიჭირეთ და პენალტი... 3:3-ის შემდეგ ყველაფერი თავიდან დავიწყეთ. დუდეკმა შევჩენკოს დარტყმის შემდეგ, განსაცვიფრებელი სეივი შეასრულა. თვითონაც არ იცის ეს როგორ გააკეთა. საბოლოოდ პენალტების სერიაში დავმარცხდით.

მატჩის შემდეგ, გასახდელში არავინ ლაპარაკობდა, თავს არავის აძლევდა ამის უფლებას. სადილზე წავედით ოჯახებთან ერთად და სუფრასთან სიჩუმე ჩამოვარდა. მკვდრები ვიყავით.

გატუზოს ზაფხულში სურდა წასვლა, მაგრამ გალიანიმ ის გადაარწმუნა. დეპრესიაში ვიყავით. მთელი ზაფხული ვიღვიძებდი და ვამბობდი: „ეს შეუძლებელია, ეს სიმართლე ვერ იქნება“.

შემდეგ კვლავ შევხვდით და ერთმანეთს გადატვირთვაში დავეხმარეთ. გუნდში ძლიერი იტალიური ხერხემალი გვყავდა. ერთმანეთს ვუთხარით, რომ ასე დასრულება არ შეიძლებოდა. მალდინიმ კი სწორი სიტყვები იპოვა: „მოდით ყველაფერი თავიდან დავიწყოთ!“

- ციტირებს ნესტას სიტყვებს Amazon Prime-ი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა ტოპ ფეხბურთელია“ | დავიდ ნერეშმა ქართველ გარემარბზე ისაუბრა
„კვარა ტოპ ფეხბურთელია“ | დავიდ ნერეშმა ქართველ გარემარბზე ისაუბრა