დენიელ კორმიე, ჯონ ჯონსი, ტომ ასპინალი
Aa
Aa

„ეს რომ გააკეთოს, გადაუვლის“ | კორმიე ასპინალი VS ჯონსზე

UFC-ის ორი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი, დენიელ კორმიე ჯონ ჯონსისა და ტომ ასპინალის გარშემო შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა. „დისიმ“ ასპინალის ცნობილ ფოტოზე ილაპარაკა, რომელზეც ტომს ხელში კვატი უჭირავს და ამით, ამბობს, რომ „ბოუნსი“ მას თავს არიდებს.

„ასპინალი ძალიან ბოროტია. ჯონსი გამძლე მებრძოლია, მის წინააღმდეგ ჩხუბი რთულია და ტომი ამას თავადაც მიხვდება, როდესაც მის წინააღმდეგ ოქტაგონზე გავა. კვატი ძალიან მომეწონა და მომწონს, რაც ხდება, მაგრამ როცა გალიაში ჯონსთან ერთად აღმოჩნდები, რაღაცების გადააზრება არ უნდა დაიწყო. ეს რომ გააკეთო, ბოუნსი უბრალოდ გადაგივლის.

ჩხუბისას არ უნდა მოგივიდეს ფიქრები, რომ მასთან ბრძოლა უფრო რთულია, ვიდრე წარმოგედგინა, თორემ, პრობლემები გაგიჩნდება. ჯონსის მალევე დაფინიშება ურთულესია და საინტერესოა, ასპინალი შექმნილ მდგომარეობას როგორ გაუმკლავდება“.

შეგახსენებთ, რომ ასპინალი ჯონსს თვეებია იწვევს და მასთან ჩხუბის სურვილი საჯაროდ რამდენჯერმე გამოთქვა. „ბოუნსი“ მსუბუქი წონითი დივიზიონის მოქმედი ჩემპიონია, ასპინალი კი დროებით საჩემპიონო ქამარს ფლობს და ის დაიცვა კიდეც.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ისლამ მახაჩევისთვის ვემზადები“ | თოფურიამ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
„ისლამ მახაჩევისთვის ვემზადები“ | თოფურიამ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა