საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

ევრობასკეტ 2025 | რომელ ჯგუფში მოხვდა საქართველოს ნაკრები

ევრობასკეტ 2025-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები და სათამაშო ადგილი ცნობილია. ახლახან, ლატვიის დედაქალაქ რიგაში ტურნირის ოფიციალური წილისყრა გაიმართა, რომელზეც გაირკვა, რომ გათამაშებაში საქართველოს ნაკრები C ჯგუფში იქნება და კვიპროსში ითამაშებს.

C ჯგუფი

კვიპროსი, იტალია, საქართველო, ესპანეთი, საბერძნეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა.

ცნობისთვის, ტურნირი 27 აგვისტოდან 14 სექტემბრის ჩათვლით ლატვიაში, პოლონეთში, კვიპროსში და პოლონეთში გაიმართება. ჯგუფური ეტაპი და 1/8 ფინალური ეტაპები ოთხ ქვეყანაში ჩატარდება, 1/4 ფინალებს, ნახევარინალებს და ფინალს კი ლატვია უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე ზედიზედ მეექვსედ იასპარეზებს. ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდმა ამის უფლება თბილისში, დანიის ნაკრებთან გამართულ გადამწყვეტ მატჩში მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ზაფხულში უოტფორდს დატოვებს“ - FLW ჩაკვეტაძეზე
„ზაფხულში უოტფორდს დატოვებს“ - FLW ჩაკვეტაძეზე