„შესანიშნავ ფორმაშია, ნაკრებიდან მოტივირებული დაბრუნდა“ - ფონსეკა მიქაუტაძეზე
„სტრასბურგთან“ მატჩის წინ „ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა, პაულო ფონსეკამ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
„ტიაგო ალმადას, ნიკოლას ტალიაფიკოს, ლუკას პერისა და მუსა ნიახატეს გუნდთან არ უვარჯიშიათ. ვესაუბრე არგენტინის ნაკრებიდან დაბრუნებულ ფეხბურთელებს, ისინი სათამაშოდ მზად არიან. მნიშვნელოვანი მატჩი გველის, ჯერ არ მიმიღია გადაწყვეტილება, იქნებიან თუ არა ისინი ძირითადში.
გიორგი მიქაუტაძე შესანიშნავ ფორმაშია. ნაკრებში კარგი მატჩები ჩაატარა და მოტივირებული დაგვიბრუნდა. ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ იმისთვის, რომ გიორგი საუკეთესო ფორმაში ყოფილიყო - გვსურს, რომ ეს ფორმა დიდ ხანს შეინარჩუნოს.
ჩვენ ასევე გვყავს ალექსანდრ ლაკაზეტი. სხვადასხვა მატჩში განსხვავებული ტიპის ფორვარდების დაყენება შეგვიძლია - ეს ჩემთვის სასიამოვნო „პრობლემაა“.
ცნობისთვის, 26 ტურის შემდეგ „ლიონი“ 45 ქულით ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილის მე-5 ადგილზეა. „სტრასბურგისა“ და „ლიონის“ მატჩი 28 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
რაც შეეხება მიქაუტაძეს მან მიმდინარე სეზონში „ლიონის“ მაისურით ყველა ტურნირზე 37 მატჩი ჩაატარა. ქართველი ფორვარდის ანგარიშზე 13 გოლი და 8 საგოლე პასია.