ილია თოფურია
Aa
Aa

„ისლამ მახაჩევისთვის ვემზადები“ | თოფურიამ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა. „ლა ლეიენდემ“ დაასახელა მეტოქეები, რომლებთან ჩხუბისთვისაც ემზადება და განაცხადა, რომ მისი მომდევნო მოწინააღმდეგე ისლამ მახაჩევი ან ჩარლზ ოლივეირა იქნება.

„არ ვიცი, ჩემს მომავალთან დაკავშირებით, UFC-ი რამეს როდის გამოაცხადებს. ერთადერთი, რაც ვიცი, ისაა, რომ ვემზადები და ნებისმიერი შანსის მიღება შემიძლია. პრობლემა არ მექნება იმაზე, რასაც დენა უაითი და UFC-ი გადაწყვეტენ.

ვემზადები თუ არა ისლამ მახაჩევისთვის? ისლამ მახაჩევისთვის ვემზადები. ვნახოთ, რა მოხდება. ჩემი ყველა ვარჯიში ისლამზე ან ჩარლზ ოლივეირაზეა ორიენტირებული, რადგან სხვა ვარიანტს ვერ ვხედავ. ამ ორ მებრძოლზე ვფიქრობ, მაგრამ როგორც ჩანს, ოქტაგონზე გასვლას ვერც ერთი ბედავს.

ისინი ამბობენ ფრაზებს, რომ ჩემპიონი ჩხუბობს იმასთან, ვისაც თავად აირჩევს და ა.შ. აცხადებენ, რომ მსუბუქი წონითი დივიზიონისთვის პატარა ვარ და საჩემპიონო ორთაბრძოლა არ დამიმსახურებია, მაგრამ რეალურად, ეს შიშის ნიშნებია. ეს ნორმალურია, მათ ადგილას მეც შემეშინდებოდა“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, UFC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დენა უაითმა განაცხადა, რომ თოფურიას მომავალთან დაკავშირებით, ახალი ინფორმაცია რამდენიმე კვირაში გავრცელდება. ილიას საჩემპიონო ორთაბრძოლის მიღება და ისლამ მახაჩევთან დაპირისპირება უნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მგონია, რომ წონის შესახებ იტყუება“ - რას ამბობს ჩენდლერი თოფურიაზე
„მგონია, რომ წონის შესახებ იტყუება“ - რას ამბობს ჩენდლერი თოფურიაზე