„საჩემპიონო ჩხუბში მეტოქედ ჩიმაევს ვისურვებდი“ - რომან დოლიძე
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ Home of Fight-თან ინტერვიუში საშუალო წონით დივიზიონში არსებულ კონკურენციაზე და საკუთარ გეგმებზე ისაუბრა.
რა თქვა დოლიძემ:
„ჩიმაევი ძალიან ძლიერი მებრძოლია, მას ძლიერი დარტყმა აქვს, შრომისმოყვარეა. სტრაიკინგში ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს. რაც შეეხება ჭიდაობას, ვფიქრობ, ჩვენს წონაში ხამზატი ამ მხრივ საუკეთესოა. თუ ის პირველ ორ რაუნდში დუ პლესის თეიქდაუნს გაუკეთებს და დააფინიშებს, მაშინ ხამზატი ჩემპიონი გახდება, მაგრამ თუ ჩხუბი ორ რაუნდზე დიდ ხანს გაგრძელდა (რაც ასევე არაა გამორიცხული, იმიტომ რომ დუ პლესი ასევე ძლიერი ოპონენტი და დამსახურებული ჩემპიონია), დუ პლესი ჩიმაევს მოიგებს.
ვის ვისურვებდი ოპონენტად სატიტულო ბრძოლაში - ჩიმაევს თუ დუ პლესის? არ ვფიქრობ იმაზე, რა იქნება უკეთესი ჩემი კარიერისთვის. ჩიმაევი დაუმარცხებელია, მას შესანიშნავი უნარები და კარგი იმიჯი აქვს. თუ ის ჩემპიონი გახდება და კვლავ დაუმარცხებელი იქნება, MMA-ის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი გახდება - ასეთი მეტოქის დამარცხება ჩემთვის დიდი პატივი იქნებოდა“.
ცნობისთვის, 15 მარტს რომან დოლიძემ მარვინ ვეტორის რევანში აუღო, ბრძოლის შემდეგ კი რობერტ უიტეკერი და ისრაელ ადესანია გამოიწვია - „კავკასიელი“ იმედოვნებს, რომ ასეთი სახელოვანი ოპონენტების დამარცხება მას სატიტულო ჩხუბთან დააახლოებს.