„ცარუკიანი საერთოდ არ მაინტერესებს“ - ოლივეირას სხვა გეგმები აქვს
UFC-ის მსუბუქ წონით დივიზიონში სრული არეულობაა - ჯერჯერობით წამყვანი მებრძოლები ბრძოლების ჩანიშვნას ელოდებიან და თითოეულ მათგანს სხვადასხვა სურვილები გააჩნია. ცეცხლზე ნავთი დაასხა ამ დივიზიონში ილია თოფურიას ასვლამ, რომელიც პირდაპირ საჩემპიონო ჩხუბის ჩანიშვნას ითხოვს. ზუსტად ანალოგიური განწყობა აქვს ჩარლზ ოლივეირას, რომელიც თვლის, რომ ტიტულზე ჩხუბს იმსახურებს და სხვა ვარიანტების გაგონებაც კი არ უნდა.
რას ამბობს ოლივეირა
რამდენიმე დღის წინ იყო საუბარი ჩემსა და არმან ცარუკიანს შორის ბრძოლის ჩანიშვნაზე, რისი კატეგორიული წინააღმდეგიც ვარ. ჩემს გეგმებში მხოლოდ და მხოლოდ ქამარზე ჩხუბი შედის, რადგან ვთვლი, რომ ამას დიდი ხანია ვიმსახურებ. ვაფასებ სომეხ მებრძოლს, მის სტილსა და შესაძლებლობებს, მაგრამ ის ჯერჯერობით საერთოდ აღარ მაინტერესებს. მოუთმენლად ველოდები დენა უაითის გადაწყვეტილებას და დარწმუნებული ვარ, რომ მივიღებ ზუსტად იმას, რაც მეკუთვნის.
ჩარლზ ოლივეირასა და არმან ცარუკიანს შორის ბოლო ბრძოლა UFC 300-ზე შედგა, სადაც მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით სომეხმა გაიმარჯვა, თუმცა მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა და ისლამ მახაჩევთან ჩხუბისგან ჩახსნის შემდეგ, უაითმა ცარუკიანზე აღნიშნა, რომ ის ნომერ პირველი კონტენდერი აღარ არის.