ადრიან მუტუ
Aa
Aa

„დეპრესიაში ვიყავი, მაგრამ ეს არ მამართლებს“ - მუტუმ წარსული გაიხსენა

რომან აბრამოვიჩის „ჩელსიში“ მისვლის შემდეგ, ერთ-ერთი პირველი ტრანსფერი, რომელიც ფინანსურად მოღონიერებულმა ლონდონურმა კლუბმა 2004 წელს განახორციელა, ადრიან მუტუს დამატება იყო, რომელმაც არაჩვეულებრივად დაიწყო და 5 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა. თუმცა, ამ ყველაფერს მოჰყვა შოკისმომგვრელი ამბავი, როდესაც რუმინელი ფეხბურთელის სისხლში კოკაინის კვალი აღმოაჩინეს და სპორტის ნომერ პირველ სახეობას გარკვეული პერიოდით ჩამოაშორეს. მაშინდელ მოვლენებს მუტუ საინტერესოდ იხსენებს.

რას ამბობს მუტუ

„ჩელსიში“ ასპარეზობის დროს კოკაინის მოხმარება იყო ყველაზე დიდი შეცდომა ჩემს ცხოვრებაში. მაშინ მარტოსული და მოწყენილი ვიყავი, მაგრამ არც დეპრესია და არც სხვა არაფერი ასეთ საქციელს არ ამართლებს.

ალბათ საჭირო იყო ფსიქოლოგისთვის დახმარება მეთხოვა, მაგრამ ეს არ გავაკეთე. თუმცა, ამ ყველაფერში დადებითი ასპექტის პოვნაც შეიძლება - კარგი გაკვეთილი მივიღე, რამაც უკეთესი, მოწიფული და შეგნებული ადამიანი გამხადა, რითაც ძალიან ვამაყობ.

ნულოვანი ტოლერანტობა - ასეთი იყო „ჩელსის“ მაშინდელი მიდგომა ნარკოტიკების მიმართ, რასაც ასი პროცენტით ვეთანხმები. რაც შეეეხება ჩემს შემთხვევას, სერიოზული სისულელე გავაკეთე და ამისათვის პასუხისმგელობის აღება მომიწია.

დაბნეულობა ჩემში ყველაზე დიდი დოზით იყო. არ ვიყავი მიჩვეული ასეთ ცხოვრებას და „ჩელსიში“ ასპარეზობა ჩემთვის ნაადრევი იყო. თანაც უნდა ვაღიარო, რომ „არისტოკრატებში“ ტრანსფერი ცხოვრების საკმაოდ რთულ პერიოდს დაემთხვა. ეს ყველაფერი პირადულია და მეტს ვეღარაფერს გეტყვით.

საფეხბურთო კარიერის მანძილზე ადრიან მუტუს „პიტეშტიში“, „დინამო ბუქარესტში“, „ინტერში“, „ვერონაში“, „პარმაში“, „ჩელსიში“, „იუვენტუსში“, „ფიორენტინაში“, „ჩეზენაში“, „აიაჩოში“, „პეტროლულში“ და „პუნ სიტიში“ ასპარეზობდა და საერთო ჯამში 528 მატჩში თავი 203 გოლით გამოიჩინა. რაც შეეხება მის სანაკრებო კარიერას, რუმინეთის ეროვნულ გუნდში 77 შეხვედრაში 35 ბურთი მიითვალა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვარსკვლავები, რომლებმაც ინდოეთში იასპარეზეს
ვარსკვლავები, რომლებმაც ინდოეთში იასპარეზეს