„პსჟ-ში თავიდან გაუჭირდა, შემდეგ კი შესანიშნავად გაიხსნა“ - აშვეთიამ ხვიჩაზე ისაუბრა
საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, მიხეილ აშვეთიამ Metarating.ru-სთან ინტერვიუს დროს პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელიას მდგომარეობაზე ისაუბრა.
რას ამბობს აშვეთია:
„თავდაპირველად, როდესაც ხვიჩა პსჟ-ში გადავიდა, კარგად არ გამოიყურებოდა, მაგრამ შემდეგ, ყველაფერი უკეთესი გახდა. ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავად ითამაშა და გუნდს მეოთხედფინალში გასვლაში დაეხმარა. ის ლუის ენრიკეს ფილოსოფიას შესანიშნავად მოერგო. ენრიკემაც თქვა, რომ ხვიჩა დიდი ხნის განმავლობაში მოსწონდა. ასე რომ, კვარას პარიზში ყველაფერი გამოუვა. ის პსჟ-ში თავს კომფორტულად გრძნობს“.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-მა „ნაპოლიდან“ მიმდინარე წლის იანვარში, 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა. ქართველმა ფეხბურთელმა პარიზული გუნდის მაისურით ყველა ტურნირზე 14 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.