„ანკალაევს ხუთიდან სამ რაუნდში ვაჯობე“ - პერეირა მარცხს არ აღიარებს
ალექს პერეირასა და მაგომედ ანკალაევს შორის გამართული ბრძოლის დასრულებიდან მეორე დღესვე შერეული ორთაბრძოლების მოყვარულებმა რემატჩზე დაიწყეს საუბარი. ამ ორ მებრძოლს შორის ბევრი დაძაბულ და უშეღევათაო დაპირისპირებას ელოდა, მაგრამ ოქტაგონში აბსოლუტურად სხვა ხასიათის ორთაბრძოლა ვიხილეთ. რამდენად მძიმე დარტყმები მიიღო ანკალაევისგან და თვლის თუ არა თავს დამარცხებულად, ამის თაობაზე „პოატანმა“ ასეთი კომენტარი გააკეთა.
რას ამბობს პერეირა
არ ვიცი მსაჯები რას ფიქრობენ, მაგრამ დღესაც ვთვლი, რომ ანკალაევი სამ რაუნდში, პირველში, მესამესა და მეხუთეში დავამარცხე. თუმცა, 100 პროცენტით მაინც ვერ დავიხარჯე, რადგან ეს ჩემი დღე არ იყო.
დიახ, მან სერიოზული დარტყმა მომაყენა, თუმცა ეს იმდენად დამაზიანებელი არ იყო, რომ გამოჯანმრთელებისთვის გარკვეული დრო მჭირდებოდეს. მერწმუნეთ, ახლა ყველაფერი წესრიგშია. ზოგადად მუდამ დგომში ჩხუბს ვამჯობინებ, რის გამოც გამუდმებით მანძილის ძიებაში ვარ. ის კი მუდამ ფეხში შემოსვლას ცდილობდა და ამ ყველაფერთან ადაპტაცია მომიწია.
შეგახსენებთ, რომ ქვემძიმე წონითი დივიზიონის საჩემპიონო შეხვედრაში ალექს პერეირა და მაგომედ ანკალაევი რამდენიმე კვირის წინ შეხვდნენ და დაღესტნელმა მებრძოლმა ბრაზილიელი მოწინააღმდეგე ხუთ რაუნდში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა, რის შემდეგაც საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.