პსჟ
Aa
Aa

„სენ-ჟერმენი ლიგის მთავარი ფავორიტია“ - ხვიჩას და მის თანაგუნდელებს აქებენ

ჩემპიონთა ლიგიდან ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტისა და ჯგუფური ფაზის გამარჯვებულის, „ლივერპულის“ გამოთიშვის შემდეგ, „პარი სენ-ჟერმენზე“ როგორც ჩემპიონობის ერთ-ერთ კანდიდატზე ყველა ისე ალაპარაკდა. ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები იმდენად მაღალი ხარისხის ფეხბურთის დემონსტრირებას ახდენენ, რომ მათგან შიდა ჩემპიონატთან ერთად, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო გათამაშებაშიც ოქროს მედლების მოპოვებას ელიან. ასეთივე აზრზეა „სტრასბურგის“ მთავარი მწვრთნელი ლაიამ როსენიორი, რომელსაც ამ თემასთან დაკავშირებით შემდეგნაირი მოსაზრება აქვს:

„ჩემთვის რთულად წარმოსადგენია, როგორ შეიძლება ვინმე ჩემპიონთა ლიგის ფავორიტად არ მიიჩნევდეს კლუბს, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 26 ტურის შემდეგ ჯერ კიდევ დაუმარცხებელია. თუ ვინმეს ლიგა 1-ში შედეგის ჩვენება ადვილი ჰგონია, ძალიან ცდება.

შეხედეთ „ბრესტს“, რომელმაც შარშან ჩვენს ჩემპიონატში ნამდვილი ფურორი მოახდინა და თავი წელს არც ჩემპიონთა ლიგაში შეურცხვენია. გასაგებია, ეს გუნდი პლეი ოფში სარეკორდო სხვაობით დამარცხდა, მაგრამ დამარცხდა ვისთან? ტურნირის მთავარ ფავორიტ „სენ-ჟერმენთან“.

დამიჯერეთ, ლუის ენრიკეს ფორმაციის კლუბი, რომელიც იანვრის შემდეგ უბრალოდ ზღაპრულ ფეხბურთს თამაშობს, ნებისმიერისთვის დაუძლეველი ბარიერი იქნება. პსჟ ამ დროისთვის ევროპის საუკეთესო გუნდია“.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-ის მეტოქე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ასტონ ვილა“ იქნება - პირველი მატჩი 9 აპრილს „პარკ დე პრენსზე“, საპასუხო შეხვედრა კი 15 აპრილს, „ვილა პარკზე“ შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რეალის მთავარი კონკურენტი პსჟ იქნება“ - პიკე
„რეალის მთავარი კონკურენტი პსჟ იქნება“ - პიკე