ვლაჰოვიჩი ლიდერობს - სერია ა-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების რეიტინგი
გამოცემა L’Equipe-მა სერია ა-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების რეიტინგი გამოაქვეყნა.
ფრანგული გამოცემის ინფორმაციით, რეიტინგში ტურინის „იუვენტუსის“ სერბი ცენტრფორვარდი, დუშან ვლაჰოვიჩი ლიდერობს. „ბებერი ქალბატონის“ თავდამსხმელი თვეში 1,62 მილიონ ევროს იღებს.
საუკეთესო სამეულში მას ორი არგენტინელი მოსდევს - „ინტერის“ კაპიტანი ლაუტარო მარტინესი და „რომას“ შემტევი პაულო დიბალა.
აღსანიშნავია, რომ რეიტინგში მითითებულია ფეხბურთელების ხელფასები გადასახადების ჩათვლით.
1.დუშან ვლაჰოვიჩი, იუვენტუსი - 1,62 მილიონი ევრო
2. ლაუტარო მარტინესი, ინტერი - 1,39 მილიონი ევრო
3. პაულო დიბალა, რომა - 1,08 მილიონი ევრო
4. ნიკოლო ბარელა, ინტერი - 1 მილიონი ევრო
5. ჰაკან ჩალჰანოღლუ, ინტერი - 930 ათასი ევრო
რაც შეეხება მწვრთნელებს, ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპეციალისტები არიან ანტონიო კონტე და სიმონე ინძაგი, რომელთა თვიური ხელფასიც მილიონი ევროა. მესამე ადგილზე „ატალანტას“ თავკაცი ჯან პიერო გასპერინია - ბერგამოელები მას თვეში 380 ათას ევროს უხდიან.