ილია თოფურია, ჩარლზ ოლივეირა, ისლამ მახაჩევი, ჩეილ სონენი
Aa
Aa

„ჯერ ოლივეირა, შემდეგ მახაჩევი“ - სონენმა თოფურიაზე ისაუბრა

UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, ჩეილ სონენმა თავის იუთუბარხზე ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველი მებრძოლი მსუბუქ წონაში ჯერ ჩარლზ ოლივეირას უნდა დაუპირისპირდეს.

სონენი ფიქრობს, რომ თუ თოფურია ბრაზილიელის წინააღმდეგ გაიმარჯვებს, მაშინ „ლეგენდა“ მახაჩევთან ბრძოლისთვის თავის ფსონებს კიდევ უფრო გაზრდის.

რა თქვა სონენმა:

„ამ საკითხზე კამათი შეგვიძლია, მაგრამ ზუსტად მანამდე ვერ გავიგებთ, სანამ ეს ბრძოლები არ გაიმართება. ჩემი შეფასებით, ილია ჯერ ჩარლზ ოლივეირას უნდა დაუპირისპირდეს. თუ ის ჩარლზის ბარიერს გადალახავს, მაშინ მგონია, რომ ილიასა და მახაჩევის ბრძოლის აჟიოტაჟი ასპინალისა და ჯონსის ბრძოლის გამოხმაურებების მსგავსი იქნება, შესაძლოა, უფრო მეტიც იყოს. ამის ნამდვილად მჯერა“.

ილია თოფურიამ რამდენიმე კვირის წინ ქვემუსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარი ვაკანტური გახადა და მსუბუქ წონაში ასვლა გადაწყვიტა, სადაც ჩემპიონი ისლამ მახაჩევია. ჯერჯერობით, უცნობია, ვის შეხვდება ქართველი მებრძოლი. რამდენიმე დღის წინ UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა განაცხადა, რომ თოფურიას მეტოქე უახლოეს ორ კვირაში უნდა გაირკვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი განცხადება უპატივცემულობა იყო“ | ოლივეირამ თოფურიას უპასუხა
„მისი განცხადება უპატივცემულობა იყო“ | ოლივეირამ თოფურიას უპასუხა