იანიკ სინერი
Aa
Aa

ზვერევი შანსებს ვერ იყენებს - სინერი ლიდერობას ინარჩუნებს

უკვე დიდი ხანია იანიკ სინერი დოპინგ-სკანდალთან დაკავშირებით მიღებულ 3-თვიან დისკვალიფიკაციას იხდის და ჩოგბურთის არც ვარჯიშის და არც თამაშის საშუალება არ აქვს, თუმცა ეს იტალიელს ATP-ის რეიტინგში ლიდერობის შენარჩუნებაში ხელს არ უშლის და მისი პრობლემებით კონკურენტები აშკარად ვერ სარგებლობენ.

იტალიელმა ჩოგბურთელმა 2025 წელს მხოლოდ ერთ ტურნირზე შეძლო ასპარეზობა და ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო, რითაც 2 ათასი ქულა გამოიმუშავა. მას შემდეგ კი, როდესაც ალექსანდრ ზვერევმა მაიამის მასტერზე გამოსვლა მერვედფინალში დაასრულა, ცხადი გახდა, რომ გრუნტის სეზონის დაწყებას ლიდერის რანგში ისევ სინერი შეხვდებოდა. სრულიად შესაძლებელია აპენინელმა პირველობა მისი დისკვალიფიკაციის ამოწურვამდეც შეინარჩუნოს და ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ზვერევი მონტე-კარლოს, მადრიდისა და მიუნხენის მასტერსებიდან ვერც ერთს ვერ მოიგებს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, იანიკ სინერი ანტისადოპინგო სააგენტოს მიერ გამოტანილ ვერდიქტს დათანხმდა, რათა მისი საქმე საარბიტრაჟო სასამართლოს არ განეხილა და სავარაუდო უფრო მძიმე სანქციებისგან თავი აერიდებინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფედერერზე, ჯოკოვიჩსა და წასვლის მიზეზზე - ნადალის გულახდილი საუბარი როდიკთან
ფედერერზე, ჯოკოვიჩსა და წასვლის მიზეზზე - ნადალის გულახდილი საუბარი როდიკთან