თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელიას 13 ქულა - ვირტუსმა ცრვენა ზვეზდასთან წააგო

ახლა, როდესაც „ვირტუსს“ ევროლიგის პლეი ოფში მოხვედრის ყველანაირი შანსი დაკარგული აქვს, ბოლონიური გუნდისთვის რეგულარულ ეტაპზე დარჩენილი მატჩები ფორმალობად იქცა და ისინი აქცენტს უფრო მეტად იტალიის ჩემპიონატზე აკეთებენ. ასე იყო ამჯერადაც ბელგრადში გამართულ XXXI ტურის შეხვედრაში, თუმცა როგორც არ უნდა უმოტივაციოდ იყო დარჩენილი, „ცრვენა ზვეზდასთან“ (52:88) 36-ქულიანი სხვაობით განცდილი მარცხი მაინც დიდი სირცხვილია.

თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 25 წუთი გაატარა და თანაგუნდელებს შორის საუკეთესო იყო - საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 13 ქულა, 3 მოხსნა და 3 ასისტი დააგროვა. თოკომ რვიდან ხუთი ორქულიანი და ხუთიდან სამი საჯარიმო გამოიყენა, პერიმეტრიდან მისი ერთი სროლა კი არაზუსტი აღმოჩნდა. შენგელიამ სამივე მოხსნა დაცვაში შეასრულა, ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა და ორი პერსონალური ჯარიმა მიიღო.

7 მოგებითა და 24 წაგებით „ვირტუსი“ ევროლიგის სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება. მომდევნო ტურში შენგელია და მისი თანაგუნდელები ბერლინში, ადგილობრივ „ალბას“ დაუპირისპირდებიან და მატჩი თბილისის დროით ხვალ, 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შერმადინის 5 ქულა - ტენერიფემ ჩემპიონთა ლიგაზე მე-6 მატჩიც მოიგო
შერმადინის 5 ქულა - ტენერიფემ ჩემპიონთა ლიგაზე მე-6 მატჩიც მოიგო