ანასტასია გუბანოვა
Aa
Aa

ძალიან განიცადა - ანასტასია გუბანოვას მოულოდნელი ფიასკო მსოფლიო ჩემპიონატზე

აშშ-ი, კერძოდ კი ბოსტონში ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო, სადაც საქართველოს სახელით ანასტასია გუბანოვა ასპარეზობს.

დღეს ქალთა შორის მოკლე პროგრამა შედგა, სადაც მოულოდნელად  გუბანოვამ დაბალი შეფასება მიიღო. ანასტასიას ყველა ილეთი გაუცუდდა, რაც ძალიან განიცადა. საბოლოო ჯამში მან 47,31 ქულა მიიღო. გამოსვლა 28-ე ადგილზე დაასრულა და თავისუფალ პროგრამაში ვეღარ ისრიალებს.

ფინალურ სტადიაზე 23 მონაწილე მოხვდა. რაც შეეხება გუბანოვას ასეთ მაჩვენებელს, ის მსოფლიო ჩემპიონატებზე მეოთხედ ასპარეზობს და პირველი შემთხვევაა, როდესაც მსგავს შედეგს აფიქსირებს. აქამდე მან წინა სამ შემთხვევაში მე-6, მე-14 და მე-13 შედეგები აჩვენა.

შეგახსენებთ, რომ ესტონეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გუბანოვამ ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უმაღლესი დონის ბრძოლა იქნება“ - ოლივეირა თოფურიასა და მახაჩევის ჩხუბზე
„უმაღლესი დონის ბრძოლა იქნება“ - ოლივეირა თოფურიასა და მახაჩევის ჩხუბზე