კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

სეზონის ბოლოს ანჩელოტი წავა? ბრაზილიის შანსები იზრდება

ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ (CBF) კარლო ანჩელოტისთან კონტაქტები განაახლა. ინფორმაციას Globo ავრცელებს.

დორივალ ჟუნიორის გაწვრთნილმა „სელესაომ“ არგენტინასთან 1:4 წააგო და მორიგი სამარცხვინო მარცხი იწვნია. ფედერაციაში თვლიან, რომ მწვრთნელის ცვლილება აუცილებელია.

წყაროს ცნობით, როცა ბრაზილიური მხარე ანჩელოტის პირველად დაუკავშირდა, იტალიელმა განაცხადა, რომ ის გადაწყვეტილებას იქამდე არ მიიღებდა, სანამ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი არ ჩატარდებოდა, რომელიც ამ ზაფხულს აშშ-ში გაიმართება.

ივნისის დასაწყისში ბრაზილიელები ეკვადორსა და პარაგვაის უნდა შეხვდნენ. ფედერაციაში ფიქრობენ დაითხოვონ, თუ არა ამ მატჩებამდე დორივალ ჟუნიორი, რადგან გუნდი ძალიან არადამაჯერებლად გამოიყურება.

როგორც წყარო ამბობს, მადრიდის „რეალს" მიაჩნია, რომ ანჩელოტი კლუბს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დატოვებს. ბრაზილიის ნაკრებში გადასვლის ვარიანტი უფრო სავარაუდოა, ვიდრე ორი წლის წინ იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კიტეიშვილი: აღუწერელია ის ემოცია, რასაც ჰიმნის მოსმენისას განვიცდი
კიტეიშვილი: აღუწერელია ის ემოცია, რასაც ჰიმნის მოსმენისას განვიცდი