ალექს პერეირა, ჯო როგანი, მაგომედ ანკალაევი
Aa
Aa

ჯო როგანი: პერეირა ანკალაევს მოტეხილი ხელით ებრძოდა

UFC 313-ზე მაგომედ ანკალაევმა ალექს პერეირა 5-რაუნდიან ბრძოლაში მსაჯების გადაწყვეტილებით საკმაოდ დამაჯერებლად დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი ჩამოართვა.

UFC-ის კომენტატორი და ცნობილი ბლოგერი ჯო როგანი ამბობს, რომ პერეირა ოქტაგონზე ანკალაევის წინააღმდეგ ტრავმით იმყოფებოდა.

„ამბობენ, რომ პერეირა ანკალაევს ხელის მოტეხილობით და ნოროვირუსით (ნაწლავის მწვავე ინფექციით) ებრძოდა. ასევე მას დაზიანება ფეხზეც ჰქონდა.

ირჟი პროჰაზკა რომ სცემა, მუხლი დაუზიანდა. გახსოვთ, როგორ დაეცა ის ბრძოლის ბოლოს? ეს იმის გამო, რომ მისი მუხლი უბრალოდ ვერ უძლებდა წონას",

- თქვა ჯო როგანმა.

ერთი კვირის წინ, მაგომედ ანკალაევმა განაცხადა, რომ პერეირასთან რემატჩის თარიღი მან უკვე შეათანხმა.

ბოლოს კი გეტყვით, რომ ანკალაევი UFC-ში 2018 წლიდან ჩხუბობს და 4 სხვა რუსი ჩემპიონისგან განსხვავებით, ტიტულის მოსაგებად ყველაზე მეტი, 15 ბრძოლის ჩატარება დასჭირდა. შედარებისთვის, ქამრის მოპოვებამდე პიოტრ იანმა - 6, ხაბიბ ნურმაგომედოვმა - 9, ხოლო ისლამ მახაჩევმა 12 ბრძოლა გამართა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯო როგანი: ახლა UFC-ში ყველაზე საშიში მებრძოლი ჩიმაევია
ჯო როგანი: ახლა UFC-ში ყველაზე საშიში მებრძოლი ჩიმაევია