„ის ნაპოლის სიმბოლო იყო, არ მესმის ეს როგორ ქნეს“ - იტალიელი ჟურნალისტი
იტალიელმა ჟურნალისტმა რაფაელ აურიემამ „ნაპოლის“ ხელმძღვანელობა გააკრიტიკა და ამის მიზეზად ხვიჩა კვარაცხელიას გაშვება დაასახელა, რასაც მისი შემცვლელის შეძენა არ მოჰყოლია.
„ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის სიმბოლო იყო. მისი გაშვება არასწორი გადაწყვეტილება იყო, ხოლო მისი შემცვლელის შეძენაზე უარის თქმა, ყველაზე დიდი შეცდომა გახლავთ.
ნაპოლის მთავარი პრობლემა სწორედ ესაა - ფეხბურთელი, რომელიც გუნდის სიმბოლო გახლდათ, შემცვლელის გარეშე გაუშვეს. ქართველი შემტევი ნამდვილი ბრილიანტი იყო, გვირგვინი.
მე არ მესმის უბრალოდ რატომ მოხდა ასე. მათ 75 მილიონი ევრო გამოიმუშავეს და ამ თანხის რეინვესტირება არ მოახდინეს. 20-25-30 მილიონად სურდათ ხვიჩას შემცვლელის დამატება? ასეთი რაღაცები მე არ მესმის“.
- განაცხადა აურიემამ Radio Campus-ის ეთერში.
ბოლო ინფორმაციით, ხვიჩას პსჟ-ში ტრანსფერი ბონუსების ჩათვლით 80 მილიონ ევრომდე ადის.
აქვე გეტყვით, რომ დღეს L’Equipe-მ ლიგა 1-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეების სია გამოაქვეყნა, რომელშიც კვარაცხელია მე-7 ადგილს იკავებს. ქართველი თვეში 900 ათას ევროს გამოიმუშავებს.