რამაზ სვანაძე, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები
Aa
Aa

რამაზ სვანაძე: ნაყოფიერი შეკრება იყო, ევროზე ეს ყველაფერი შედეგს აუცილებლად გამოიღებს

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა შეკრება წარმატებით დაასრულა. რამაზ სვანაძის გუნდმა ორი ამხანაგური მატჩი გამართა: ფინეთს 4:2 სძლიეს, ხოლო სერბეთს 3:1.

სერბებთან დასკვნითი შეხვედრის შესახებ რამაზ სვანაძემ პრესისთვის კომენტარი გააკეთა:

„სერბეთთან შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ყველა ის ფეხბურთელი გვენახა, რომლებიც შეკრებაზე გამოვიძახეთ. თავის გამოჩენის შანსი ყველამ მიიღო.

უშუალოდ მატჩს რაც შეეხება, მეორე ტაიმით არ ვარ კმაყოფილი. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ შემადგენლობაში ბევრი ცვლილება განვახორციელეთ. პლუს ამას ემატება ის, რომ სერბეთის სახით ძალიან კარგ, ძალისმიერ გუნდს დავუპირისპირდით.

ამ მატჩებში ბევრი დადებითი მომენტი გამოჩნდა, ნაკლოვანებებიც დავინახეთ. მთავარია, ეს ყველაფერი შევაფასოთ, სწორად გავაანალიზოთ და ევროპის ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ.

შეკრებას რაც შეეხება, ძალიან ნაყოფიერი გამოდგა. ჩვენ 8-9-დღიანი სავარჯიშო პროცესით განებივრებულები არ ვართ, ოფიციალური შეხვედრების სპეციფიკა კი განსხვავებულია. თვლი, რომ ეს ყველაფერი შედეგს აუცილებლად გამოიღებს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
1 წელი დაუვიწყარი გამარჯვებიდან | დრამა, პენალტების სერია და დაწერილი ისტორია
1 წელი დაუვიწყარი გამარჯვებიდან | დრამა, პენალტების სერია და დაწერილი ისტორია