როგორ განაწილდება 1 მილიარდი დოლარი | ფიფა-ს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი
Aa
Aa

როგორ განაწილდება 1 მილიარდი დოლარი | ფიფა-ს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი

FIFA-მ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის საპრიზო ფონდი დაამტკიცა. ტურნირი მიმდინარე წლის ზაფხულში გაიმართება და მასში მონაწილეობას 32 კლუბი მიიღებს. გათამაშების გამარჯვებულს შანსი ექნება, 125 მილიონი აშშ დოლარი მოიგოს.

საპრიზო ფონდი ორ ნაწილადაა გაყოფილი: სპორტული წარმატების მხარე და მონაწილეობის მხარე. სპორტული წარმატების მხარეზე 475 მილიონი დოლარია გამოყოფილი და ასე ნაწილდება: ჯგუფურ ეტაპზე გამარჯვება (2 მილიონი), ჯგუფურ ეტაპზე ფრე (1 მილიონი). მერვედფინალში გასვლა (+7.5 მილიონი), მეოთხედფინალში გასვლა (+13.125 მილიონი), ნახევარფინალში გასვლა (+21 მილიონი), ფინალში გასვლა (+30 მილიონი), ჩემპიონობა (+40 მილიონი).

მონაწილეობის მხარეს რაც შეეხება, კლუბები ჯამში 525 მილიონს მიიღებენ: ევროპული კლუბები 12.81-დან 38.19-მდე მილიონს გაინაწილებენ (შედგება რეიტინგი კომერციულ და სპორტულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით), თითოეული სამხრეთ ამერიკული კლუბი 15.21 მილიონს მიიღებს, ჩრდილოეთ, ცენტრალური ამერიკისა და კარიბის ზღვის - 9.55 მილიონს, აზიის - 9.55 მილიონს, აფრიკის - 9.55 მილიონს, ოკეანეთის - 3.58 მილიონს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი 15 ივნისს დაიწყება და 13 ივლისს დასრულდება. 32 გუნდი რვა 4-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდება და 3 ტური გაიმართება, რის შემდეგაც პირველ/მეორე ადგილზე გასული გუნდები მერვედფინალში ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა ტოპ ფეხბურთელია“ | დავიდ ნერეშმა ქართველ გარემარბზე ისაუბრა
„კვარა ტოპ ფეხბურთელია“ | დავიდ ნერეშმა ქართველ გარემარბზე ისაუბრა