ისლამ მახაჩევი, დემეტრიუს ჯონსონი
Aa
Aa

ჯონსონი: ახლა მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლი მახაჩევია

UFC-ის უმსუბუქესი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, დემეტრიუს ჯონსონმა დაასახელა მებრძოლი, რომელსაც ამჟამად MMA-ში საუკეთესოდ მიიჩნევს.

ამერიკელის თქმით, ეს ისლამ მახაჩევია.

„ისლამი მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლია, წონის მიუხედავად. მას შეუძლია როგორც ჩხუბი, ისე ბრძოლა. მახაჩევი ფლობს ძიუდოსა და ჯიუ-ჯიცუს. მას შეუძლია სირთულეების დაძლევა. მახაჩევი საუკეთესოა. მის შემდეგ კი ჯონ ჯონსს დავასახელებდი. მასაც ყველაფერი შეუძლია“, - თქვა ჯონსონმა.

შეგახსენებთ, რომ მახაჩევს ბოლო ბრძოლა UFC 311-ზე, არმან ცარუკიანთან უნდა გაემართა,მაგრამ სომეხი მებრძოლი ღონისძიებას ტრავმის გამო ჩაეხსნა, რის გამოც ის ბრაზილიელ რენატო მოიკანოს დაუპირისპირდა და პირველივე რაუნდში მახრჩობელა ილეთით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ილია თოფურიამ ახალი მეტსახელი დაასახელა
ილია თოფურიამ ახალი მეტსახელი დაასახელა