ილია თოფურია, ჩარლზ ოლივეირა
Aa
Aa

„მისი განცხადება უპატივცემულობა იყო“ | ოლივეირამ თოფურიას უპასუხა

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი, ჩარლზ ოლივეირა ილია თოფურიას განცხადებას გამოეხმაურა. „დუ ბრონქსმა“ „ლა ლეიენდას“ სიტყვებს უპატივცემულობის გამოხატულება უწოდა და აღნიშნა, რომ UFC-ში ყოფნისას, მსგავსი არაფერი გაუკეთებია.

„UFC-ში მე-15 წელს ვასრულებ და ცუდად არასდროს არავისზე მილაპარაკია. ეს ჩემი სტილი არაა. სამწუხაროდ, ზოგჯერ რაღაცას ამბობ და შემდეგ მედია შენს სიტყვებს ცვლის, რასაც მოჰყვება ის, რომ შენს განცხადებას სხვანაირად იგებენ და სხვანაირად გპასუხობენ. არ ვიცი, თოფურიამ გაიგო თუ არა რა ვთქვი თუ უბრალოდ ჩემთან დაპირისპირება უნდა და ჩხუბის გაყიდვას ცდილობს.

ჩემი აზრით, უპატივცემულობა იყო ის, რაც მან განაცხადა. მინდა, გარკვევით ვთქვა, რომ მსოფლიოში ყველაზე რთული წონითი დივიზიონი მსუბუქი წონაა და ეს ყველამ იცის. წლებია ამ წონაში გამოვდივარ და მაქვს უფლება, ეს განცხადება გავაკეთო. ვიცი, ხელებში რა ძალა მაქვს და სიმშვიდისა და სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, რადგან ამ წონით დივიზიონში ბევრი სახიფათო მებრძოლია“.

შეგახსენებთ, რომ თოფურიამ ოლივეირაზე საუბრისას განაცხადა, რომ მას მცირე კულტურა აქვს და გაზეთის ერთი გვერდიც არ აქვს წაკითხული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა ტოპ ფეხბურთელია“ | დავიდ ნერეშმა ქართველ გარემარბზე ისაუბრა
„კვარა ტოპ ფეხბურთელია“ | დავიდ ნერეშმა ქართველ გარემარბზე ისაუბრა