ალფონსო დევისი
Aa
Aa

ტრავმის გამო, ალფონსო დევისი დაახლოებით 6 თვეს გამოტოვებს

მიუნხენის „ბაიერნის“ მცველმა, ალფონსო დევისმა ტრავმა მიიღო, რის გამოც ის გუნდს დიდი ხნის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

როგორც გერმანული კლუბი იუწყება, 24 წლის კანადელმა ფეხბურთელმა მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი დაიზიანა, რის გამოც დაახლოებით 6 თვეს ვერ ითამაშებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ალფონსოს დღეს ოპერაცია ჩაუტარდება. მან ტრავმა სანაკრებო შეკრების დროს მიიღო და მოედანი შეხვედრის მე-12 წუთზე დატოვა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში დევისმა 31 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და ამდენივე ასისტი მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა ტოპ ფეხბურთელია“ | დავიდ ნერეშმა ქართველ გარემარბზე ისაუბრა
„კვარა ტოპ ფეხბურთელია“ | დავიდ ნერეშმა ქართველ გარემარბზე ისაუბრა