„უმაღლესი დონის ბრძოლა იქნება“ - ოლივეირა თოფურიასა და მახაჩევის ჩხუბზე
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ჩარლზ ოლივეირამ KOlmenero-სთან ინტერვიუს დროს ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის შესაძლო ჩხუბზე თავისი პროგნოზი დააფიქსირა.
რას ამბობს ოლივეირა:
„ეს შესანიშნავი ბრძოლა იქნება, უმაღლესი დონის. მახაჩევი ბრძოლიდან-ბრძოლამდე უფრო უმჯობესდება და მდგომში, უნარებსაც აუმჯობესებს. ჭიდაობაში ყოველთვის ძლიერი იყო და მაგარი ჯიუ-ჯიცუ აქვს. თოფურიამ კი ბოლო ბრძოლებში დაამტკიცა, რომ მახაჩევის დასამარცხებლად ყველაფერი აქვს, მაგრამ მსუბუქი წონა მის ძველ დივიზიონთან შედარებით, უფრო კონკურენტულია“.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ბრაზილიელმა მებრძოლმა განაცხადა, რომ ილია თოფურია მსუბუქ წონაში გადასვლის შემდეგ, პირდაპირ საჩემპიონო ბრძოლას არ იმსახურებს „ლეგენდამ“ ჯერ მინიმუმ 1 ბრძოლა მაინც უნდა მოიგოს.
ილია თოფურიამ რამდენიმე კვირის წინ ქვემუსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარი ვაკანტური გახადა და მსუბუქ წონაში ასვლა გადაწყვიტა, სადაც ჩემპიონი ისლამ მახაჩევია. ჯერჯერობით, უცნობია, ვის შეხვდება ქართველი მებრძოლი. რამდენიმე დღის წინ UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა განაცხადა, რომ თოფურიას მეტოქე უახლოეს ორ კვირაში უნდა გაირკვეს.