დიეგო მარადონა უმცროსი: „მამაჩემი ექიმებმა მოკლეს“
დიეგო მარადონას ვაჟი, დიეგო მარადონა უმცროსი დარწმუნებულია, რომ ლეგენდარული ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი ექიმების დაუდევრობა გახდა. ამის შესახებ მან El Chiringuito-ს ეთერში ისაუბრა.
„ყველაზე მეტად ის მადარდებს, რომ ის მოკლეს. ეს ყველასათვის ნათელია. ექიმები მამას სათანადო წესით არ მკურნალობდნენ და არაფერი გააკეთეს მის გადასარჩენად.
დარწმუნებული ვარ, რომ დაუდევრობის ფაქტს დავამტკიცებთ. რატომ მოხდა ეს? არ ვიცი, მაგრამ მისთვის რომ კარგად ემკურნალათ, ის ახლა ჩვენს გვერდით იქნებოდა“.
შეგახსენებთ, რომ მარადონა 2020 წლის ნოემბერში 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ექსფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე არგენტინაში სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურის წარმომადგენლები 7 ექიმს, რომლებიც ლეგენდარულ ფეხბურთელს მკურნალობდნენ და შემდეგ სახლში გაწერეს, დაუდევრობაში ადანაშაულებენ.