„თუ ვინმეს ამის გაკეთება შეუძლია...“, - რა თქვა ვოლკანოვსკიმ თოფურიაზე
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონობის კანდიდატმა, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ მაიკლ ბისპინგის პოდკასტში ილია თოფურიაზე, ისლამ მახაჩევზე და თავის მომავალ მეტოქეზე, დიეგო ლოპესზე ილაპარაკა.
„ვოლკი“ მიიჩნევს, რომ ქართველ მებრძოლს მახაჩევის დამარცხება შეუძლია.
„თუ ვინმეს ამის გაკეთება შეუძლია, ეს ილიაა. ფაქტია, რომ საშიში დარტყმები აქვს. მას დიდი ძალა აქვს ხელებში და ის ყოველთვის მოძებნის დარტყმების შესაძლებლობას. არავის მოუნდება ეს დარტყმები მიიღოს, თუ ვინმე დაიჭერს მას. ვფიქრობ, ილიას კარგი შანსები აქვს“, - თქვა ავსტრალიელმა მებრძოლმა.
შეგახსენებთ, რომ თოფურიამ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტული ვაკანტური გახადა და კარიერას მსუბუქ წონაში გააგრძელებს.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება ილიას შემდეგი მეტოქე, მაგრამ მედიაში აქტიურად იწერება მასსა და მსუბუქი წონის ჩემპიონს, ისლამ მახაჩევს შორის პოტენციურ ჩხუბზე.
ლოპესისა და თოფურიას ჩხუბი 2024 წლის თებერვალში, UFC 298-ზე გაიმართა და ქართველმა მებრძოლმა ის ნოკაუტით დაამარცხა.