ხვიჩა კვარაცხელია, დავიდ ნერეში
Aa
Aa

„კვარა ტოპ ფეხბურთელია“ | დავიდ ნერეშმა ქართველ გარემარბზე ისაუბრა

„ნაპოლის“ ფეხბურთელმა დავიდ ნერეშმა Corriere della Sera-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. ბრაზილიელ გარემარბს ხვიჩა კვარაცხელიაზეც დაუსვეს შეკითხვა და ნერეშმა განაცხადა, რომ მისმა წასვლამ ძალიან დაამწუხრა.

„ვარ თუ არა კვარას მემკვიდრე? მე დავიდ ნერეში ვარ. სან პაულუში დავიბადე და მესისა და რონალდინიოს ლეგენდებზე გავიზარდე. კვარაცხელია ტოპ ფეხბურთელია. ხვიჩა იმ მოთამაშეთა შორისაა, რომლებიც გუნდისთვის ფუნდამენტური არიან. როგორც ადამიანსა და მეგობარს, გული დამწყდა, რომ წავიდა“.

ცნობისთვის, ნერეშს მიმდინარე სეზონში, „ნაპოლის“ მაისურით 24 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 3 გოლი და 8 შედეგიანი გადაცემაა. ბრაზილიელს ტრავმა აწუხებდა და დიდი ალბათობით, გუნდს „მილანთან“ დაპირისპირებაში დაუბრუნდება.

კვარაცხელიას რაც შეეხება, იანვარში, „კვარამ“ „ნაპოლი“ დატოვა და „პარი სენ-ჟერმენს“ მიაშურა. ქართველმა ფეხბურთელმა პარიზული გუნდის მაისურით ყველა ტურნირზე 14 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სრული დომინირება - არგენტინამ ბრაზილია გაანადგურა
სრული დომინირება - არგენტინამ ბრაზილია გაანადგურა