ლიგა 1-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები - რომელ ადგილზეა ხვიჩა
გავლენიანი ფრანგული გამოცემა Lequipe საფრანგეთის ლიგა 1-ის 30 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის სიას აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ნაკრებისა და პსჟ-ის შემტევი, ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.
Lequipe-ს ინფორმაციით, 24 წლის ქართველი ფეხბურთელი თვეში 900 ათას ევროს იღებს, თუმცა, ანაზღაურებით ის არა თუ ლიგა 1-ის, არამედ პარიზული კლუბის საუკეთესო ხუთეულშიც არაა.
როგორია Lequipe-ის სია:
- უსმან დემბელე (პსჟ) - 1 500 000 ევრო
- მარკინიოსი (პსჟ) – 1 120 000 ევრო
- ლუკას ერნანდესი (პსჟ) – 1 100 000 ევრო
- აშრაფ ჰაკიმი (პსჟ) – 1 100 000 ევრო
- ვარენ ზაირ-ემერი (პსჟ) – 950 000 ევრო
- ვიტინია (პსჟ) – 900 000 ევრო
- ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ) – 900 000 ევრო
- ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ) – 849 500 ევრო
- ნუნუ მენდეში (პსჟ) – 800 000 ევრო
- პრენსელ კიმპემბე (პსჟ) – 640 000 ევრო
- ბრედლი ბარკოლა (პსჟ) – 550 000 ევრო
- დეზირე დუე (პსჟ) – 500 000 ევრო
- ადრიან რაბიო (მარსელი) – 500 000 ევრო
- პიერ-ემილ ჰიოიბიერგი (მარსელი) – 500 000 ევრო
- ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი) – 500 000 ევრო
- მეისონ გრინვუდი (მარსელი) – 450 000 ევრო
- ჟოფრი კონდოგბია (მარსელი) – 450 000 ევრო
- ისმაელ ბენასერი (მარსელი) – 450 000 ევრო
- კორენტინ ტოლისო (ლიონი) – 450 000 ევრო
- გონსალუ რამუში (პსჟ) – 443 500 ევრო
- ფაბიან რუისი (პსჟ) – 434 300 ევრო
- ნემანია მატიჩი (ლიონი) – 400 000 ევრო
- სეკო ფოფანა (რენი) – 400 000 ევრო
- ბრაის სამბა (რენი) – 400 000 ევრო
- ჟოაო ნევეში (პსჟ) – 400 000 ევრო
- ლეონარდო ბალერდი (მარსელი) – 350 000 ევრო
- რაიან შერკი (ლიონი) – 330 000 ევრო
- ვალენტინ რონგიე (მარსელი) – 330 000 ევრო
- გაეტან ლაბორდი (ნიცა) – 320 000 ევრო
- ალექსანდრე გოლოვინი (მონაკო) – 320 000 ევრო
ხვიჩას გარდა საფრანგეთის ჩემპიონატში გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილიც თამაშობენ, თუმცა ანაზღაურების მიხედვით, ისინი საუკეთესო 30 ფეხბურთელს შორის არ არიან. გავრცელებული ინფორმაციით, მიქაუტაძე ანაზღაურების სახით თვეში 280 ათას ევროს იღებს, ზურიკო დავითაშვილი კი 60 ათას ევროს.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-მა „ნაპოლიდან“ მიმდინარე წლის იანვარში, 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა. ქართველმა ფეხბურთელმა პარიზული გუნდის მაისურით ყველა ტურნირზე 14 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.