„მსუბუქ წონაშიც ნებისმიერის დაფინიშება შეუძლია“ | ვოლკმა ილია VS ისლამზე ილაპარაკა
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის პოტენციურ ორთაბრძოლაზე ილაპარაკა. „ვოლკმა“ ინტერვიუ დემეტრიუს ჯონსონს მისცა და განაცხადა, რომ ქართველ მებრძოლს გამარჯვების შანსი ნამდვილად აქვს.
„საკითხავია, შეძლებს თუ არა ილია ისლამის მომენტზე დაჭერას და მისთვის ძლიერი დარტყმის მიყენებას. ჩემი აზრით, მას ეს ნამდვილად შეუძლია. თოფურიამ იცის, რომ ადრე თუ გვიან, მეტოქის ყბას იპოვის და სანამ ეს მოხდება, საკუთარ მიზანზეა კონცენტრირებული და მზადაა, ყველანაირ სირთულეს გაუმკლავდეს. ჩხუბი მისთვის სასიკეთოდ რომც არ მიმდინარეობდეს, მომენტის პოვნის მცდელობებს არ შეწყვეტს.
ვფიქრობ, ისლამი მისთვის რთული მეტოქე იქნება, რადგან მახაჩევს შეუძლია, თავი კარგად დაიცვას და საფრთხე აირიდოს. ისლამმა იცის, რომ თოფურიას მისი დანოკაუტების შანსი აქვს და ხვდება, რომ საჭიროა, საფრთხე აირიდოს. დასკვნით რაუნდებში, თოფურიას გაუჭირდება, მაგრამ მისმა დარტყმებმა მიზანს რომ მიაღწიონ, ისლამი მახეში რომ მოიმწყვდიოს, იქ, სადაც უნდა და ძლიერად დაარტყას, ჩხუბი დასრულდება. თოფურიას მსუბუქ წონით დივიზიონში ნებისმიერი მებრძოლის დანოკაუტება შეუძლია.
ჩემი აზრით, ილიას შანსი საწყის რაუნდებში ექნება. ამბობენ, რომ მას კარგი გრეპლინგი აქვს, მაგრამ საჭიროა, ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახოთ. მანამდე, შემიძლია, აქცენტი გავაკეთო იმაზე, რაც კარგად ვიცი და ეს არის ის, რომ თოფურიას ძალიან ძლიერი დარტყმა აქვს. ეს საკუთარ თავზე გამოვცადე და ვიცი, რა შეუძლია, თუმცა, ვიტყუები, რეალურად, ისე მომხვდა, არაფერი მახსოვს.
ილიას მეტსახელი ელ მატადორია, მაგრამ ამ ჩხუბში, ელ მატადორის როლს მახაჩევი შეასრულებს. ისლამს ეს წარსულში ბევრჯერ გაუკეთებია და ორთაბრძოლებისას ეს დამოკიდებულება აქვს. მისი მწვრთნელი, ხავიერიმენდესი ჩხუბისას უყვირის კიდეც, ელ მატადორი იყავი, ელ მატადორი იყავიო. ამ ჩხუბში თოფურია ხარი იქნება და არა ელ მატადორი“.
შეგახსენებთ, რომ თოფურიას მსუბუქ წონაში გადასვლის შემდეგ, მის მომდევნო მეტოქეზე ბევრი იწერება. მახაჩევთან მასთან ჩხუბზე უარი განაცხადა, რადგან მიაჩნია, რომ მან საჩემპიონო ორთაბრძოლა უნდა დაიმსახუროს.