გოგა ბითაძე, ფრანც ვაგნერი, პაოლო ბანკერო
Aa
Aa

ბითაძემ 21 წუთი ითამაშა და 2 ქულა ჩააგდო | ორლანდომ ჰორნეთსს სტუმრად მოუგო

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა. „ლოს ანჯელეს ლეიკერსისა“ და „ვაშინგტონ უიზარდსის“ შემდეგ, „მეჯიქმა“ „შარლოთ ჰორნეთსს“ მოუგო და აღმოსავლეთ კონფერენციის აუტსაიდერი სტუმრად 111:104 დაამარცხა.

ბითაძემ პარკეტზე 21 წუთი და 43 წამი გაატარა. გოგამ 2 ქულა, 9 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ქართველმა ცენტრმა 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი გააფუჭა და 9-დან 3 მოხსნა მეტოქის ფარზე ჰქონდა. გოგას პასივში 1 დაკარგვა და 4 პერსონალური ჯარიმა იყო.

„ორლანდოს“ 32 ქულით პაოლო ბანკერომ ულიდერა. ფრანც ვაგნერს 26 ქულა ჰქონდა, ხოლო ენტონი ბლეკმა 20 ქულა დააგროვა. „ჰორნეთსის“ რიგებში საუკეთესო ლამელო ბოლი იყო, რომელმაც 25 ქულა და 9 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ჯოშ გრინსა და ნიკ სმიტ ჯუნიორს 13-13 ქულა ჰქონდათ.

შეგახსენებთ, რომ „ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციის მერვე ადგილს იკავებს და 35 მოგება და 38 წაგება აქვს. „მეჯიქი“ მომდევნო შეხვედრას 28 მარტს, „დალას მავერიქსის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამუკელაშვილის 11 ქულა | სან ანტონიო დეტროიტთან უშანსოდ დამარცხდა
მამუკელაშვილის 11 ქულა | სან ანტონიო დეტროიტთან უშანსოდ დამარცხდა