გიორგი შერმადინი, ლაგუნა ტენერიფე
Aa
Aa

შერმადინის 5 ქულა - ტენერიფემ ჩემპიონთა ლიგაზე მე-6 მატჩიც მოიგო

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ტენერიფემ მანრესას უმასპინძლა და 81:71 დაამარცხა.

სუსტი მატჩი ჰქონდა გიორგი შერმადინს, რომელიც, როგორც ყოველთვის ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 15 წუთი და 15 წამი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში მან მხოლოდ 5 ქულას და 1 მოხსნას მოუყარა თავი.

გიორგიმ 3-ჯერ სცადა 2-ქულიანის ჩაგდება და ზუსტი 2 იყო. ორი საჯარიმო ტყორცნიდან კი 1 ჩააგდო. ერთადერთი მოხსნა მეტოქის ფარზე შეასრულა.

ამ გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი კოსტამ შეიტანა, რომელმაც არასრულ 25 წუთში 22 ქულა, 3 მოხსნას და 6 პასი დააგროვა.

ცნობისთვის, ვიდორეტას გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ტრიუმფით დაასრულა - 6-დან 6 მატჩი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ბითაძეს მხოლოდ მოხსნები ჰქონდა | ორლანდომ დონჩიჩისა და ლებრონის ლეიკერსს მოუგო
ბითაძეს მხოლოდ მოხსნები ჰქონდა | ორლანდომ დონჩიჩისა და ლებრონის ლეიკერსს მოუგო