“ამის მოსმენა სასაცილოა“ - დოლიძემ უიტეკერს უპასუხა
როგორც მოგეხსენებათ, რომან დოლიძემ მარვინ ვეტორი დაამარცხა. ბრძოლის დასრულების შემდეგ კი მან უიტეკერი და ადესანია გამოიწვია.
უიტეკერი რომანის და მარვინის ბრძოლით დიდად მოხიბლული არ დარჩა და ქართველს მისთვის შესაფერის მებრძოლად არ მიიჩნევს.
ამ საკითხთან დაკავშირებით, რომან დოლიძემ საკუთარ პოდკასტში კომენტარი გააკეთა.
დოლიძე:
„ამ ყველაფრის მოსმენა იმ ადამიანისგან, რომელიც ბოლო ბრძოლაში გაანადგურეს სასაცილოა. ჩემს ოპონენტებს ყოველთვის პატივისცემით ვეპყრობი. უიტეკერი დიდი ჩემპიონი იყო, მაგრამ ზედმეტად ხმაურიან განცხადებებს აკეთებს. ის არ არის ისეთი ადამიანი, რომლისგანაც მე ასეთ სიტყვებს მივიღებ.
ყველამ ვნახეთ რამდენჯერ დააფინიშეს ან დანებდა უიტეკერი. მაგალითად მე და ვეტორი აქამდე ვადაზე ადრე ვერავინ შეგვაჩერა და უიტეკერის დონის მებრძოლისგან ასეთი დამოკიდებულება ცოტა სასაცილოა.“
შეგახსენებთ იმას, თუ რა თქვა უიტეკერმა რომან დოლიძესთან დაკავშირებით:
„ვეტორისა და დოლიძის ჩხუბის რაუნდ-ნახევარს ვუყურე და ჩემს თავს ვუთხარი, ამ ორთაბრძოლიდან ვერაფერს მივიღებ-მეთქი და ვიდეოთამაშ Monster Hunter Wilds-ს დავუბრუნდი. ყველაფერი ზუსტად ისე იყო, როგორც მათ პირველ ორთაბრძოლაში. ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს ერთმანეთს ბარში შეხვდნენ და ჩხუბი დაიწყეს. ვფიქრობ, მესამედ უნდა შეხვდნენ ერთმანეთს.
დოლიძის გამოწვევა? ვცდილობ, ტოპ 5-ის წევრ მებრძოლთან ვიჩხუბო. რიგში ჩადექი, ძმაო“.