ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

მასთან ერთად ნაპოლი ლიდერი იქნებოდა | ბანის აზრით, კვარა სრულყოფილია

„ნაპოლის’’ ყოფილი ფეხბურთელის, სალვატორე ბანის აზრით, ხვიჩა კვარაცხელია სრულყოფილი მოთამაშეა, რაც „ლივერპულთან’’ მატჩებში კარგად გამოჩნდა.

ბანი, რომელმაც 1986-87 წლების სეზონში „ნაპოლისთან'' ერთად სერია A და იტალიის თასი მოიგო, ქართველი ფეხბურთელის შესახებ იტალიურ Gazzetta-ს ესაუბრა.

„კვარას გაყიდვა ტრანსფერების დინამიკას შეესაბამება, მაგრამ მე ამაზე არაფერს ვიტყვი.

მე მხოლოდ შემიძლია წარმოვიდგინო, როგორი იქნებოდა „ნაპოლი’’ მასთან ერთად. ვნახე პსჟ-ს მატჩები „ლივერპულის’’ წინააღმდეგ, კვარა სრულყოფილი ფეხბურთელია, მარჯვენა ფლანგზეც კი სახიფათოა. „ლივერპულს'' იშვიათი სილამაზის გოლი გაუტანა, თუმცა თამაშგარე დაფიქსირდა და არ ჩაითვალა.

მიუხედავად იმისა, რომ ზამთარში „ნაპოლი'' დატოვა, ის ნეაპოლური კლუბის ბომბარდირებში მე-4 ადგილზეა.

არ ვამბობ, რომ მასთან ერთად „ნაპოლი’’ სკუდეტოს მოიგებდა, მაგრამ ახლა პირველ ადგილზე იქნებოდა’’.

გასულ ზამთარში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერის შემდეგ „ნაპოლიმ'' სერია A-ში ლიდერობა დაკარგა, ამ მომენტში იტალიის ჩემპიონატში 29 ტურის შემდეგ „ინტერი'' 64 ქულით ლიდერია, მეორე ადგილს კონტეს გუნდი 61 ქულით იკავებს.

ამ სეზონში, ყველა ტურნირის ჩათვლით, კვარამ „ნაპოლიში'' 19 მატჩში 5 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი შეასრულა. პსჟ-ში 14 მატჩში მის აქტივში 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
2-დან 2 გამარჯვება | საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა სერბეთი დაამარცხა
2-დან 2 გამარჯვება | საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა სერბეთი დაამარცხა