ელიტ რაუნდი დასრულდა - საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ჯგუფში ჩარჩა
Aa
Aa

ელიტ რაუნდი დასრულდა - საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ჯგუფში ჩარჩა

ელიტ რაუნდში, საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ასპარეზობა დაასრულა. ფირცხალაიშვილის გუნდი მესამე ტურში მონტენეგროს დაუპირისპირდა და 1:3 წააგო.

აღსანიშნავია, რომ საქართველომ თამაში აქტიურად დაიწყო და გეგუჩაძემ ანგარიში მე-7 წუთზე გახსნა. ამის შემდეგ, კვლავ ჩვენებურები აქტიურობდნენ და სალიამ ბურთი კარის ძელს ორჯერ გაარტყა. იყო კიდევ არაერთი მომენტი, თუმცა სამწუხაროდ მეტი გოლი აღარ გასულა.

39-ე წუთზე მოტენეგრომ პირველი სახიფათო მომენტი შექმნა და ეპიზოდი გოლით დაასრულა. ტაიმი 1:1 დასრულდა.

მეორე ნახევარში სტუმრები გააქტიურდნენ, რასაც 58-ე წუთზე კამაის გოლი მოყვა. ფირცხალაიშვილის შეგირდები ბევრს აქტიურობდნენ, თუმცა მონტენეგროელთა მეკარე მოწოდების სიმაღლეზე იყო.

88-ე წუთზე ცეტკოვიჩმა საბოლოო წერტილი დასვა და 3:1 დააფიქსირა. ამის შემდეგ, ქართველებს კიდევ 3 მომენტი ჰქონდათ, თუმცა გოლი აღარ გასულა. ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ჯგუფიდან სწორედ მონტენეგრო გავიდა, რომელმაც პოლონეთს 1 ქულით გაასწრო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები