რამაზ სვანაძე, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები
Aa
Aa

2-დან 2 გამარჯვება | საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა სერბეთი დაამარცხა

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა, თურქული შეკრება დაასრულა. ანტალიაში მიმდინარე მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, რამაზ სვანაძის გუნდი ალეკსანდრ კოლაროვის გაწვრთნილ სერბეთის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდა და მეტოქე 3:1 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში მე-11 წუთზე გაიხსნა და სერბების შეცდომის შედეგად, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები გაბრიელ სიგუამ დააწინაურა. ჩვენების მეტოქეებმა წონასწორობა მალევე აღადგინეს. 28-ე წუთზე, სერბებმა პენალტი მოიპოვეს, რომელიც მატეია მიტროვიჩმა გამოიყენა.

პირველი ტაიმის დამატებულ მეორე წუთზე, თერთმეტმეტრიანი სერბების კარის მიმართულებით დაინიშნა, რომელიც თორნიკე მორჩილაძემ გამოიყენა და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს საწყისი ნახევარი 2:1 მოაგებინა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში 84-ე წუთზე, ირაკლი იაკობიძის გოლით დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ პირველ ტესტ-მატჩში, ახალგაზრდულმა, ჩვენი გუნდის მსგავსად ევროპის ჩემპიონატის მონაწილე - ფინეთი უხვგოლიან დაპირისპირებაში - 4:2 დაამარცხა. გოლები საბა ხვადაგიანმა, საბა მამაცაშვილმა, ოთო და გიზი მამაგეიშვილებმა გაიტანეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საჩემპიონო ბრძოლა უნდა დაიმსახუროს“ - ოლივეირამ თოფურიაზე ისაუბრა
„საჩემპიონო ბრძოლა უნდა დაიმსახუროს“ - ოლივეირამ თოფურიაზე ისაუბრა