რეალმა ტრენტს ოფიციალური შეთავაზება გაუგზავნა | რომანო
მადრიდის „რეალმა“ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს ოფიციალური შეთავაზება გაუგზავნა. ინფორმაციას ცნობილი ინსაიდერი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
როგორც ის იუწყება, ამ მომენტისთვის მხარეები გარიგების დეტალებს განიხილავენ. კლუბისა და ფეხბურთელის წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ ტრანსფერი წარმატებით განხორციელდება.
მანამდე ჟურნალისტმა, საშა ტავოლიერიმ დაწერა, რომ „ლივერპულის“ მცველის აგენტებმა სამეფო კლუბთან კონტრაქტის პირობების შესახებ პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს.
შეგახსენებთ, რომ 26 წლის ფეხბურთელი „ლივერპულის“ აღზრდილია, პირველ გუნდში კი 2016 წლიდან თამაშობს.
დღემდე ყველა ტურნირზე ერთად, ტრენტმა 349 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 22 გოლი გაიტანა და 87 საგოლე გადაცემა შეასრულა.