მარცხი ფინალში - ჩიკოიძე პარაძიუდოისტთა მსოფლიო თასის ვიცე-ჩემპიონია
თბილისში მიმდინარე პარაძიუდოისტთა მსოფლიო თასზე რევაზ ჩიკოიძე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ქართველი პარასპორტსმენი ფინალში რუს აბაგაჩიევთან დამარცხდა. ჩიკოიძე თავდაპირველად ვაზარით იგებდა, თუმცა, შემდეგ მეტოქისგან ორი გდება გაუშვა, რომელიც ვაზარად შეფასდა და სამწუხაროდ, ვიცე-ჩემპიონობას დაჯერდა.
შეგახსენებთ, რომ დღესვე, ტურნირზე ოქროს მედალი ზვიად გოგოჭურმა მოიპოვა, ბრინჯაოს პრიზიორი კი ლაშა ყიზილაშვილი გახდა.